გოგი მეშველიანის მხარდამჭერმა ვეტერანებმა ბოლნისში აქცია გამართეს
გოგი მეშველიანის მხარდამჭერმა ვეტერანებმა ბოლნისში აქცია გამართეს

ბოლნისში ვეტერანებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ბოლნისის მცხოვრები ვეტერანები, რომლებიც აქციაზე იყვნენ მისული, ამბობენ, რომ მათი სახელით სხვები არ უნდა საუბრობდნენ.

აქციის მონაწილეები მხარს უჭერენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ გოგი მეშველიანს, რომელიც ამავე დროს ვეტერანია.

„ჩვენ არ შეგვხვედრიან. ჩვენ ვართ ომის ვეტერანები, ჩვენი აზრი არ იციან და საუბრობენ ჩვენი სიტყვებით. არ შეიძლება ასეთი რამ. თუ უნდოდათ, ჯერ ჩვენ უნდა გაგვსაუბრებოდნენ და მერე ელაპარაკათ ჩვენი სახელით. ჩვენს არჩევანს დავაფიქსირებთ, საარჩევნო ყუთთან როცა მივალთ. მინდა, ვუთხრა ყველას, რომ გოგი მეშველიანი არის ვეტერანი. მე მომიწია მასთან ერთად ომში ბრძოლა. დღეს ვართ ერთად და ვბრძოლობთ ერთად სიმშვიდისთვის“, – განაცხადა ვეტერანმა დავით შაკიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ ბოლნისში არჩევნების ჩატარებას ომის ვეტერანები დააკვირდებიან. „ისინი აქ ჩამოვლენ არჩევნებზე და უზრუნველყოფენ მშვიდობიან საარჩევნო პროცესს, იქნებიან მეთვალყურეები“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

დატოვე კომენტარი