გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა

21:03, 21.09.2026

გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვე მერის თანამდებობა“, – ნათქვამია გოგი აბუაშვილის განცხადების ტექსტში.

გოგი აბუაშვილი მცხეთის მერის პოზიციას 2025 წლის 4 ოქტომბრიდან იკავებდა.

 

მსგავსი