გოგა მელიქიძე - „ნიკორაში” საპენსიო სააგენტოს მიერ ინვესტირებულ ობლიგაციებს არანაირი რისკი არ ემუქრება
გოგა მელიქიძე - „ნიკორაში” საპენსიო სააგენტოს მიერ ინვესტირებულ ობლიგაციებს არანაირი რისკი არ ემუქრება

„ნიკორაში” საპენსიო სააგენტოს მიერ ინვესტირებულ ობლიგაციებს არანაირი რისკი არ ემუქრება, არცერთ შემთხვევაში, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნიკორა“ უმსხვილესი კომპანიაა და ჰყავს კიდევ ბევრი ინვესტორი, ასევე ბევრ ბანკთან თანამშრომლობს.

„„ნიკორას” შემთხვევაში ფონდების ემისია იყო 35 მლნ, ჩვენ კონცენტრაციის ლიმიტი გვაქვს, რომ შეგვიძლია მხოლოდ 10 პროცენტი, ანუ 3.5 მლნ ლარი იყო ჩვენი მონაწილეობა მხოლოდ. რაც შეეხება დეტალებს, ეს არის ბიზნესპროცესი. არსებობს კარგი ბიზნესპერიოდი, შეიძლება, ჰქონდეს ბიზნესს მსგავსი შემთხვევა. ზოგადად, „ნიკორა” არის უმსხვილესი კომპანია, მეექვსედ გააკეთა ბონდების ემისია. ჩვენ მხოლოდ 3.5 მლნ ლარი მივეცით, ეს ჩვენი პორტფელის 0.01 პროცენტია. კომპანია თავისი ოპერირების შემთხვევაში არასდროს არ არის დაზღვეული, რომ მას მსგავსი შეფერხება არ მოუვიდეს. ჩვენს შემთხვევაში, საპენსიო სააგენტოს მიერ ინვესტირებულ ობლიგაციებს არანაირი რისკი არ ემუქრება არცერთ შემთხვევაში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი საკმაოდ წვრილი ბონდების მფლობელი, ჩვენ გარდა, ჰყავს კიდევ ბევრი ინვესტორი, ბევრ ბანკთან თანამშრომლობს და უმსხვილესი კომპანიაა. მინდა, საზოგადოება ცალსახად დავამშვიდო და დავაწყნარო, რომ საპენსიო სააგენტოს ინვესტირებას „ნიკორას” ობლიგაციებში არაფერი ემუქრება“, – განაცხადა მელიქიძემ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა. ამასთან, „ნიკორა ტრეიდმა“ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მზა კერძების მცირე ზომის საწარმოს პროცესის შეჩერების მიზეზი კომპანია „ჯეო დისტრიბუციის“ ქათმის ფილე „გრაკო“ გახდა. მათივე ცნობით, აქტიურად თანამშრომლობენ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების მიზნით.