გოგა ხაინდრავა - ზაზა ოქუაშვილი თაღლითია, ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროიდან
გოგა ხაინდრავა - ზაზა ოქუაშვილი თაღლითია, ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროიდან

ზაზა ოქუაშვილი თაღლითია, ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროიდან, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული პროცესების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, რაც ხდება, დაუშვებელია.

„ეგ თაღლითია, ძალიან დიდი ხანია, ცნობილია, რომ არის თაღლითი – ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროინდელი. რაც ხდება, საზოგადოებამ არაფრით უნდა დაუშვას. სამარცხვინო მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც სერიალებივით ვრცელდება ჩანაწერები. „რუსთავი 2“ სხვას არაფერს აკეთებდა არასოდეს, რადგან მაგათ ერთი დანიშნულება აქვთ – დიდი სიცრუე. ამ სიცრუეში ყველანი ერთად გაერთიანდნენ – გიგაური, ოქუაშვილი, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია. ახლა კიდევ კანდიდატი მოიყვანეს რუსეთის „კაგებედან“ – გრიგოლეტო. წრე შეიკრა ნათელი, ღია – ყველა ხედავს ყველაფერს, რაც ხდება და როგორც ხდება. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას ყველაფერს სწორად გაშიფრავს და სწორ დასკვნას გამოიტანს. ეს დასკვნა 28 ოქტომბერს იქნება ცნობილი ყველასთვის“, – განაცხადა ხაინდრავამ.