გოგა ხაინდრავა - თუ მთავრობა დაპირებების 70-80%-ს შეასრულებს, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს იყო წარმატებული ხელისუფლება
გოგა ხაინდრავა - თუ მთავრობა დაპირებების 70-80%-ს შეასრულებს, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს იყო წარმატებული ხელისუფლება

მთავრობისგან ყველა სასწაულს ელოდება, სასწაულები მარტო ცაში ხდება და წმინდანები ახდენენ, ადამიანები სასწაულებს ვერ ახდენენ, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ მთავრობა დაპირებების 70-80%-ს შეასრულებს, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო წარმატებული ხელისუფლება, რომელმაც გაამართლა.

ხაინდრავას აზრით, არსებობდა გარკვეული გარემოებები, რამაც მთავრობის შეცვლა განაპირობა.

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, ყველაფერი კანონზომიერია, ის რაც მოხდა, უნდა მომხდარიყო, რადგან ეს ყველაფერი აქეთ მიდიოდა. იყო გარემოებები, რომლებმაც განაპირობა მთავრობის შეცვლაც.

რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, მას ეკავა ორი პოსტი, ერთი „საქართველოს რკინიგზაში“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი ხერხემალია საქართველოს ეკონომიკის განვითარების და შემდგომში ფინანსთა მინისტრობა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ახალგაზრდა კაცს გააჩნია უნარები, ძალიან სერიოზული სფეროები მართოს. ახალგაზრდა კაცია და მისი შეფასება ახლა ძნელი იქნება. მისი ხედვა ყველამ კარგად არ ვიცით, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სერიოზულ ნაბიჯებს, რომლებიც მან გადადგა ფინანსთა მინისტრის რანგში, არაორდინალური გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა ბანკებთან მიმართებით, ეს მეტყველებს იმაზე, რონ აქვს უნარი, გადადგას მკვეთრი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე. ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს საზოგადოების, ხელისუფლების, მინისტრებისა და მთავრობის მეთაურის მიმართ, პასუხისმგებლობის აღების უნარი საკუთარ თავზე, თორემ დანარჩენი, რასაც ხალხი ითხოვს, არის სასწაული.

ყველა ელოდება მთავრობისგან სასწაულს და სასწაულები მარტო ცაში ხდება და წმინდანები ახდენენ, ადამიანები სასწაულებს ვერ ახდენენ. ხელისუფლებამ უნდა აკეთოს თავის საქმე, ის საარჩევნო დაპირებები, რაც ექნება, 70-80% რომ შეასრულოს, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს იყო წარმატებული ხელისუფლება, რომელმაც გაამართლა, ყველ დანარჩენი მოლოდინი არის ფუჭი“, – განაცხადა ხაინდრავამ.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნას იუსტიციის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებაზე, ხაინდრავა მიიჩნევს, რომ წულუკიანს პროკურატურასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან პროკურატურა არის დამოუკიდებელი. მისი აზრით, წულუკიანი ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური იურისტია.

„წინამორბედიც კვალიფიციური იყო, მაგრამ მისი კვალიფიკაცია ძალიან მძიმე შედეგებით დამთავრდა საქართველოსთვის, დღესაც გაქცეულია და არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი კვალიფიკაციიდან გამომდინარე. ის ასევე ძალიან მტკიცე ადამიანია და ზუსტად იცის, რას და როგორ აკეთებს, ის არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბურჯი და ერთ-ერთი საყრდენი. ზაზა სარალიძე რომ ითხოვდა, ვინ არის სარალიძე? იმპერატორია საქართველოსი? პოლიტიკოსია? სარალიძე არის დაზარალებული, მისნაირი შვილმკვდარი მამებიც არიან, მაგალითად დადუნაშვილიც, მაგრამ ის ხომ არ ითხოვს წულუკიანის გადადგომას? ეს აიჩემა პოლიტიკურმა სპექტრმა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომაზე ხაინდრავა ამბობს, რომ შოთაძემ ღირსეული ნაბიჯი გადადგა.

„როდესაც ადამიანმა დაინახა, რა შედეგამდე მივიდა საზოგადოებრივი განწყობა მისი დაწესებულებისადმი, ის გადადგა. აბა, ის იყო კარგი, მისი წინამორბედი ტანკით რომ ვერ გაგვყავდა, ეს იყო უკეთესი? გამოიწია შოთაძე და სხვას მისცა საშუალება. ჩვენ გვინდა, ყველგან ცუდი ვეძებოთ, ცუდი იქნება ,რაც პროკურატურას ცხრა წელი აკეთებინეს, ჩვენ ხომ გვახსოვს, იგივე იყო სასამართლოსა და პოლიციაში, მათ აიძულებდნენ, კანონი დაერღვიათ, რა ვქნათ ახლა, გავუშვათ პროკურატურა და სასამართლო მთლიანად, ყველა გამოგვეცალა, 40 000 პოლიციელს ხო არ გაუშვებ. ვერც 300 და 400 პროკურორს ვერ გამოცვლიდი, ან რა გარანტიაა, რომ უკეთესს მოიყვან.

შოთაძემ ძალიან ღირსეული ნაბიჯი გადადგა და ვნახავთ შედეგსაც. იმის გამო, რომ სარალიძემ რაღაც თქვა, ამის გამო ქვეყანა უნდა დაიმხოს? კუპრავა და სარალიძე სულ ამობდნენ, ვიცით ვინ არის მკვლელიო და თქვან რა, ეს თქვას სარალიძემ, ვინ არის მკვლელი ამ ამბავში ხომ ეგ არის მთავარი, თქვით, თორემ მთავრობა რა გზით წავა, სარალიძეს არავინ ეკითხება“, – განაცხადა ხაინდრავამ.