გოგა ხაინდრავა - საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები, არსებობენ ცალკეული მარგინალური ჯგუფები, რომლებიც ხალხის ხარჯზე ცხოვრობენ
გოგა ხაინდრავა - საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები, არსებობენ ცალკეული მარგინალური ჯგუფები, რომლებიც ხალხის ხარჯზე ცხოვრობენ

საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები, არსებობენ ცალკეული სექტები, მარგინალური ჯგუფები, ცალკეული პიროვნებები, რომელთა გარშემო შემოკრებილია გარკვეული ინტერესი. როგორც წესი, ისინი ხალხის ხარჯზე ცხოვრობენ, ვალდებულება გვაქვს ჩვენ, სახელმწიფოს მიერ დადგენილი, რომ ვუხადოთ ფული სიცრუეში, სიყალბეში, ცილისწამებაში, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა. ​

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ძალიან სახიფათო საზღვარს მიაღწია პოლიტიკას ამოფარებამ, მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევამ პოლიტიკის მეშვეობით.

„განსაკუთრებული მასშტაბი მიიღო ძალიან სახიფათო მოვლენამ, როგორიც არის მედიის გამოყენება. მედიას იყენებენ დღესაც, მაგალითად – ავთო წერეთელი. წერეთელი არის თაღლითი. ეს იცის ყველამ. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ხაზარაძე და ჯაფარიძეც ფიგურირებენ.  ამ ფონზე ჩვენ სასამართლოს ეზოში შექმნილი პარტიის მოწმენი გავხდით. ასეთი პრეცედენტი არ ახსოვს მსოფლიოს. ყველა მოტივით ხდებოდა პოლიტიკური პარტიის შექმნა, მაგრამ სასამართლოს ეზოში რომ შექმნილიყო პოლიტიკური პარტია, მე არ მახსოვს. ჩემი ღრმა რწმენით, პოლიტიკური ლოიალობა საქართველოში უნდა მოიპოვო სიმართლით და არა პოლიტიკის გამოყენებით“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.