გოგა ხაინდრავა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან“ „ფლირტში“ შემჩნეულები ნელ-ნელა ტოვებენ მთავრობას
გოგა ხაინდრავა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან“ „ფლირტში“ შემჩნეულები ნელ-ნელა ტოვებენ მთავრობას

ადამიანები, რომლებიც შემჩნეულნი არიან „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან“ და ეკა გიგაურთან „ფლირტში“, ნელ-ნელა ტოვებენ საქართველოს მთავრობას, რაც აბსოლუტურად სწორია, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობაში უკანასკნელი ცვლილებები მიანიშნებს, თუ ვინ არიან ეკა გიგაურთან „ფლირტში“ შემჩნეული ადამიანები.

“ესენი არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ იმაზე მეტი გავლენა იქონიონ ხელისუფლებაზე. სამწუხაროდ ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი აჰყვა თამაშში, ოღონდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს, მზად არის, რომ საკუთარი ღირსებაც შელახოს, რაც ყოვლად დაუშვებელია. ის ადამიანები, რომლებიც შემჩნეულნი არიან ფლირტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან”, ნელ-ნელა ტოვებენ საქართველოს მთავრობას, რაც აბსოლუტურად სწორია”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.