გოგა ხაინდრავა - „რუსთავი 2“-ისა და „ნაციონალურ მოძრაობისთვის“ „ვენოკი“ მაქვს შეკვეთილი, კურიერი ირაკლი ოქრუაშვილია და ის მოგიტანთ ადგილზე
გოგა ხაინდრავა - „რუსთავი 2“-ისა და „ნაციონალურ მოძრაობისთვის“ „ვენოკი“ მაქვს შეკვეთილი, კურიერი ირაკლი ოქრუაშვილია და ის მოგიტანთ ადგილზე

ქართულმა სულმა, ქართულმა ღირსებამ, ხვალინდელმა დღემ გაიმარჯვა, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შტაბთან განაცხადა.

გოგა ხაინდრავამ სალომე ზურაბიშვილის შტაბში გვირიელბის თაიგული მიიტანა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რუსთავი 2“-ისთვის „ვენოკი“ აქვს შეკვეთილი.

„ჩეკისტები საქართველოში ვერასოდეს ვეღარ გაიმარჯვებენ, ვერასდროს დაბრუნდება საბჭოთა კავშირი. ეს თაიგული საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმაქვს, „რუსთავი 2“-სა და „ნაციონალურ მოძრაობას“ გული რომ არ დაგწყდეთ, თქვენთვის „ვენოკი“ მაქვს შეკვეთილი, კურიერი ირაკლი ოქრუაშვილია და ის მოგიტანთ ადგილზე”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.