გოგა ხაინდრავა - „ქართული ოცნება“ ოპოზიციისგან იმით განსხვავდება, რომ არ ცრუობს და არ ცდილობს, გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები ტყუილების დასაწერად
გოგა ხაინდრავა - „ქართული ოცნება“ ოპოზიციისგან იმით განსხვავდება, რომ არ ცრუობს და არ ცდილობს, გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები ტყუილების დასაწერად

„ქართული ოცნება“ ოპოზიციისგან იმით განსხვავდება, რომ არ ცრუობს და არ ცდილობს, გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები იმისთვის, რომ ტყუილი დაიწეროს, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, გიორგი კანდელაკი დადიოდა, ევროკავშირის დეპუტატებს ეუბნებოდა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის ხმა არ მიეცათ, ეს დოკუმენტურადაც არის დადასტურებული.

„ამ ჯგუფებს რომ გაყვეთ, ვინც ამას აკეთებს, მივალთ ბათუ ქუთელიამდე, მივალთ გიგაურთან. ეს ამოცანა არ უდგას „ქართულ ოცნებას“. ჩემი აზრით, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, არც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ დაეშვება იმ დონემდე, რასაც კანდელაკი აკეთებს, ამას არ გააკეთებს „ქართული ოცნება“. გააკეთებს და დაკარგავს ჩვენს მხარდაჭერას. კანდელაკი დადიოდა ევროკავშირის დეპუტატებს ეუბნებოდა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას ხმა არ მიცეთო, ეს დოკუმენტურადაც დადასტურებულია. კადიროვმა შეუკვეთა თუ არა საქართველოს წინააღმდეგ ტერაქტი, ჯერ დოკუმენტურად დადასტურებული არ არის და ეს ტერაქტი კანდელაკმა განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც დეპუტატებს ეუბნებოდა, რომ ჩვენს შვილებს, შენ, მე, ჩემი 18 წლის შვილიშვილს არ მისცეთ შესაძლებლობა, ევროპაში თავისუფლად იარონო. ეს ტერაქტია საქართველოს მომავლის წინააღმდეგ. ამ ტერაქტებს ყურადღებას არავინ აქცევს, მაგრამ ესენი ამის ჩამდენები არიან“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.