გოგა ხაინდრავა - ქალბატონო პრეზიდენტო, ვიდრე საკუთარი ქვეყნის მთავრობას საჯარო პრეტენზიას განუცხადებთ, იქნებ გაერკვიოთ მარტივ ჭეშმარიტებაში, რომ ბრალდება ფაქტებით გამყარებას საჭიროებს
გოგა ხაინდრავა - ქალბატონო პრეზიდენტო, ვიდრე საკუთარი ქვეყნის მთავრობას საჯარო პრეტენზიას განუცხადებთ, იქნებ გაერკვიოთ მარტივ ჭეშმარიტებაში, რომ ბრალდება ფაქტებით გამყარებას საჭიროებს

ქალბატონო პრეზიდენტო, ვიდრე საკუთარი ქვეყნის მთავრობას საჯარო პრეტენზიას განუცხადებთ, იქნებ მარტივ ჭეშმარიტებაში გაერკვიოთ, რომ ფაქტებით გამყარებას საჭიროებს ბრალდება, – ასე ეხმაურება რეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არ მიესალმება რუსეთთან ფრენების აღდგენას. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთთან ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს – საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ“.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ვიდრე საკუთარი ქვეყნის მთავრობას საჯარო პრეტენზიას განუცხადებთ, იქნებ მარტივ ჭეშმარიტებაში გაერკვიოთ, რომ ფაქტებით გამყარებას საჭიროებს ბრალდება! წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცილისწამებაა – ანუ სანქციების გვერდის ავლა! არ გეკადრებათ!“, – წერს გოგა ხაინდრავა.