გოგა ხაინდრავა - მთელი მსოფლიო ცდილობს, რუსეთის ჯარი უკრაინის საზღვრებიდან გაიყვანოს, ამ დროს, ქართული პოლიტიკური წრეები ცდილობენ, მელია გამოიყვანონ ციხიდან
გოგა ხაინდრავა - მთელი მსოფლიო ცდილობს, რუსეთის ჯარი უკრაინის საზღვრებიდან გაიყვანოს, ამ დროს, ქართული პოლიტიკური წრეები ცდილობენ, მელია გამოიყვანონ ციხიდან

საქართველოში კლასიკური გაგებით პოლიტიკური კრიზისი არ ყოფილა, ამაში ვრწმუნდებით მას შემდეგ, რაც ეს კრიზისი დამთავრებულად გამოცხადდა და რეალურად არაფერი შეცვლილა, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ერთ პოლიტიკურ ჯგუფს და მის სამ რუპორს ქართული სახელმწიფო მძევლად ჰყავს აყვანილი, რაც ძალიან სახიფათო მოვლენაა.

„მთელი მსოფლიო, ევროკავშირი, ყველა ცდილობს, რომ რუსეთის ჯარი უკრაინის საზღვრებიდან გაიყვანოს, ამაზე იხარჯება მთელი ენერგია და ამ დროს, ქართული პოლიტიკური წრეები ცდილობენ, მელია გამოიყვანონ ციხიდან. ეს არის რელობა, სრული აბსურდი. მძევლად ჰყავთ აყვანილი საზოგადოება. საინფორმაციო სივრცე არის დაბინძურებული. ამის მაგალითია ის, რისი მოწმენიც გუშინ გავხდით „ტვ პირველის“ ეთერში. ამ ტელევიზიას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აფინანსებენ, ახლა ისინი არიან ბრიუსელში, თითქოს ევროკავშირთან ურთიერთობს ალაგებენ, ამ დროს კი მთელი ძალისხმევა მიმართულია, რათა ერთი გაჯიუტებული დამნაშავე ციხიდან გამოიყვანონ. მიდის უკიდეგანო ლანძღვა-გინება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის. ეს არის ამ ქვეყნის მტრობა, რუსული ჰიბრიდული ომის მკაფიო მაგალითი. ქართული საზოგადოების სახელით, მინდა, ბოდიში მოვუხადო მას და დავარწმუნო, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი დიდი პატივისცემითა და მადლიერებითაა განმსჭვალული მისდამი“, – განცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, მოვიდა დრო, საქართველოში ეს პოლიტიკური ბაკქანალია დამთავრდეს და ქართულმა საზოგადოებამ ხმა ამოიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგება.

„სავარაუდოა, ყველას შეიძლება, ამოეწუროს მოთმინება იმ სიბილწეში მონაწილეობის, რასაც დღევანდელი ქართული პოლიტიკა ჰქვია. მეორე საკითხს მინდა, ხაზი გავუსვა. ეს არის დამამცირებელი ვითარება, რომელშიც მთელი საზოგადოება აღმოჩნდა, როდესაც უყურებდა ორბელიანების სასახლეში, ქართველი პოლიტიკოსები როგორ იდგნენ თავჩაქინდრული. ჩემთვის იქ საქართველო იდგა, რადგან მათ პრეტენზია აქვთ, ჩვენ ამ უმეცრებს საბაბი მივეცით, რომ ქართულ საზოგადოებას წარმოადგენდნენ. ზურაბ ჯაფარიძით დაწყებული, დავით ბაქრაძით დამთავრებული, სამნიძეებით, სამადაშვილებით და ყველა დანარჩენით, რომლებიც შალიკოს ფანჩატურს წარმოადგენენ, ყველანი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან. ესეც ზუსტად იმის მახასიათებელია, რა წუმპეში იმყოფება ქართული პოლიტიკური სპექტრი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, შეთანხმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, არა იმიტომ, რომ სამართლიანია, არამედ იმიტომ, ეს არის ერთადერთი გამოსავალი ჭაობიდან, რომელშიც შეიყვანეს ქვეყანა „შალიკოს ფანჩატურმა“ და აბსოლუტურად უმეცარმა ადამიანებმა.

„შეთანხმება სამართლიანი არ არის იმიტომ, რომ ჟორიკა რურუა არის ბანდატი და მისი ადგილი არის ციხეში, ისივე როგორც, დამნაშვეა ნიკანორ მელია, მისი ადგილიც არის ციხეში და არა პოლიტიკურ ასპარეზზე. ასეთი დაძაბული მსოფლიო არ ყოფილა, ამ დროს ეს ბოროტმოქმედები, არაკაცები, ვითომ პოლიტიკოსები, ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანა აირიოს. ამ ქვეყანას არევა აწყობს მხოლოდ ერთადერთ სახელმწიფოს, ეს არის რუსეთი და საქართველოში მეხუთე კოლონა, შალვა ნათელაშვილის, სააკაშვილისა და ბიძამისის მეთაურობით, ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა არიონ. ხათუნა სამნიძე არის სამარცხვინო პარტიის წარმომადგენელი, რომლის სათავეში ორი დამსმენი ძმა დგას, ერთი ძმა იჯდა გეგა კობახიძის საკანში და მეორე იჯდა ძმები ივერიელის საკანში საბჭოთა „კაგებეს“ დროს. შეთანხმების ჩაშლას ცდილობს ყველა, ვინც ერთიან ოპოზიციას წარმოადგენს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

დატოვე კომენტარი