გოგა ხაინდრავა - მთავარია საზოგადოების კონსოლიდაცია, რომ ეს ბოროტება, საკუთარი ქვეყნისა და მომავლის ნგრევა დროულად შევაჩეროთ
გოგა ხაინდრავა - მთავარია საზოგადოების კონსოლიდაცია, რომ ეს ბოროტება, საკუთარი ქვეყნისა და მომავლის ნგრევა დროულად შევაჩეროთ

ეს არის ადამიანების პატარა ჯგუფები, ვინც, როგორც წესი, აბსოლუტურად გეგმაზომიერად მოქმედებს და ქართული სახელმწიფოს საძირკველს თხრიან, ამას კი სათავეში უდგას ის ბოროტი არსება, მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პირველი დღიდან, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაკარგა ხელისუფლება, დაიწყო ქართული სახელმწიფოს რყევის მცდელობა და დღემდე გრძელდება, თუმცა მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია, პირველ დღეს, როდესაც ძალიან ბოროტად იყო გამოყენებული ქართველი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, თუ შეუძლია ერთ ვინმე გავრილოვს, კომუნისტური პარტიის წევრს, ასეთი ნგრევის შემოტანა საქართველოში, რისი მომსწრენიც ჩვენ ვართ. ჩვენ გველოდება უმძიმესი შემოდგომა. ის ზარალი, რომელიც მივიღეთ, უკვე იმდენად მნიშვნელოვანი და იმდენად დიდია, რომ ამ ყველაფერს გააზრება და ზომების მიღება სჭირდება, რადგან შემოდგომა და ზამთარი, რომელიც გველოდება, ქართული საზოგადოებისთვის იყოს მეტ-ნაკლებად უფრო მშვიდი, ვიდრე შეიძლება, ვიხილოთ. იმიტომ, რომ ეს ცალსახად იმართება ერთი და იგივე თავიდან“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რომ ყველა ძალადობრივი აქცია, ყველა უბედურება, რაც საქართველოს თავს დაატყდა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ იღებს სათავეს და ამ ძალას, ქვეყნის ნგრევის გარდა, არაფერი აინტერესებს.

„ვის აწყობს ეს არეულობა საქართველოში? ასეთი ანტისაოკუპაციო აქცია ვნახეთ 2008 წლის 12 აგვისტოს, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ იზეიმა ის სამარცხვინო დამარცხება, რომლის მოწმენიც ჩვენ ყველანი ვიყავით. როგორი ანტისაოკუპაციო აქციაც იყო ის, ასეთი ანტისაოკუპაციო აქცია არის ესეც, რომელიც მიმდინარეობს ახლა. ეს არის საოკუპაციო აქცია, ეს არის ხალხი, ვინც 2008 წელს ოკუპანტები საქართველოში შემოიყვანა, რომელიც 70 წლის განმავლობაში ტანჯვისა და ვაების გზით იყო გაყვანილი. ბოკერია და ბაქრაძე, რომელიც ქართულ საზოგადოებას მოუწოდებდა, დანებით და ჩანგლებით დაპირისპირებოდა მტერს და გიგი წერეთელი, რომელიც პირველი გარბოდა აზერბაიჯანში. თერთმეტი ათასი მანქანა რომ იდგა საზღვარზე და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ მოკურცხლა საქართველოდან, იგივე მეორდება ახლა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.