გოგა ხაინდრავა - „მაკკეინის ინსტიტუტის“ კანიბალურ გეგმებს აღსრულება არ უწერია, გაგაწბილებთ, ლორა
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მაკკეინის ინსტიტუტის განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება, რომლის ერთ-ერთი ავტორიც „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონია.
„„თუ მკვლელობა მოხდება მთავრობის ავაზაკების მიერ…“ მაკკეინის ინსტიტუტი.
ბაიდენის მთავრობის ავაზაკებს გულისხმობთ თუ ჯ.ბუშის-ჯ.მაკკეინის მიერ „დემოკრატიის შუქურად“ წოდებულ „ნაციონალ ავაზაკებს“?!
გაგაწბილებთ ლორა! თქვენ კანიბალურ გეგმებს აღსრულება არ უწერია!“, – წერს გოგა ხაინდრავა.
ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტის მისიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის „ბანდიტების“ ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება“.