გოგა ხაინდრავა - კამპანია „რიგითი სააკაშვილის გადასარჩენად“ კარგად გვიჩვენებს მისი მონაწილეების მრწამსს, წოდებებს და ფასს რუბლებში, ევროსა და დოლარებში
გოგა ხაინდრავა - კამპანია „რიგითი სააკაშვილის გადასარჩენად“ კარგად გვიჩვენებს მისი მონაწილეების მრწამსს, წოდებებს და ფასს რუბლებში, ევროსა და დოლარებში

კამპანია „რიგითი სააკაშვილის გადასარჩენად“ კარგად გვიჩვენებს მისი მონაწილეების მრწამსს, წოდებებს და ფასს რუბლებში, ევროსა და დოლარებში, – ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„არა რიგითი სააკაშვილის გადასარჩენად“. ეს სრულიად ამორალური და სამარცხვინო კამპანია, გაჩაღებული „დასავლური ღირებულებების“ მატარებელ, „კანონმორჩილ“ ფსევდოლიბერალურ სამყაროში, კარგად გვიჩვენებს მისი მონაწილეების მრწამს, წოდებებს და ფასს – რუბლებში, ევროში და დოლარებში. ჰაი!“, – წერს გოგა ხაინდრავა.