გოგა ხაინდრავა - იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ, პროპორციული სისტემა ვერ იარსებებს
გოგა ხაინდრავა - იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ, პროპორციული სისტემა ვერ იარსებებს

ორი სექტა, რომლებიც თავს პარტიებს ეძახიან – „ნაციონალური მოძრაობა“ და ე.წ. ევროპული საქართველო, რამდენად არიან პარტიები, საკითხავია და დანარჩენების პარტიულობა უკვე ოჯახურ ბიზნესზე გადავიდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განუცხადა.

„ამაზე კამათი შეიძლება, საქართველოსთვის რა არის უფრო საინტერესო, მთლიანად მაჟორიტარული თუ პროპორციული. იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ, პროპორციული სისტემა ვერანაირად ვერ იარსებებს. გარდა ამისა, რომც არსებობდნენ პოლიტიკური პარტიები საქართველოში და რომ არ არსებობს ამის მაგალითს მოგიყვანთ. ნებისმიერ თქვენგანს ქალბატონი რუდის თამადობით ვუსვამ კითხვას, იქნებ, ამ 32 პოლიტიკურ პარტიაში, რომელიც თითქოსდა წარმოადგენს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და აპოკალიფსურ სურათს გვიხატავს, რომ საქართველოს ელოდება რაღაც სასწაული კრიზისი, საზოგადოების სახელით ლაპარაკობენ მაშინ, როდესაც საზოგადოებას არ წარმოადგენენ არანაირად და ჩვენ ამაში დავრწმუნდით მთელი ამ თვეების განმავლობაში, რომ არანაირი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ამ თვითმარქვიებს არ აქვთ, რადგან ისეთი პარტიები, როგორებიცაა, მაგალითად. დავითაიას პარტია, მაჭუტაძის პარტია, ქარდავას პარტია, მამუკა გამყრელიძის პარტია, რომელიც რამდენადაც ვიცი, რუსეთის მოქალაქეა და ნახევარ დროს იქ ატარებს, თუ რომელიმე თქვენგანი, ვინც აქ სხედხართ, დამისახელებთ მეორე ადამიანს ამ პარტიაში, გარდა იმ ტიპებისა, ვინც მე აქ ჩამოთვალე ან ქალბატონი ელიზაბეთ რუდი, იქნებ, იმან დამისახელოს მეორე ადამიანი მაგათ პარტიაში“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ჩამოთვლილი პარტიები არ არიან პარტიები და საქართველოში პოლიტიკური პარტიების არსებობა ზოგადად ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„რადგან ის ორი სექტა, რომლებიც თავს პარტიებს ეძახიან – „ნაციონალური მოძრაობა“ და ე.წ. ევროპული საქართველო, რამდენად არის პარტია, ეგეც საკითხავია და დანარჩენების პარტიულობა იქ უკვე ოჯახურ ბიზნესზე გადავიდა. თავისი შვილები ჰყავთ ჩართული. მერე გადააბარებენ ალბათ. ამიტომ ეს ვითარება სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რა ინტერესები ამოძრავებთ. ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მისი, როგორც ქვეყნის, დამოკიდებულება​ აბსოლუტურად ცალსახად აისახა იმ ორპარტიულ მხარდამჭერ აქტში, რომელიც იყო მიღებული და პრაქტიკულად თვე არ გადის, რომ აშშ-იდან არ მივიღოთ მხარდაჭერა სახელმწიფო დონეზე. რაც შეხება ქალბატონ ელიზაბეთ რუდს, ეს მისი პირადი დამოკიდებულებაა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ის, რომ მას, ასე ვთქვათ, ძალიან სიმპათიური ურთიერთობა აქვს და ერთი ტექსტით ლაპარაკობენ ეგ და გიორგი ვაშაძე“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.