გოგა ხაინდრავა - გიგი უგულავა ზარ-ზეიმით გააცილეს საპატიმროში, ვინც ქართული დემოკრატიის უკუსვლაზე შფოთავს, გავახსენებ, რომ ასეთი პროცესი სააკაშვილის დროს ვაებით და გოდებით ხდებოდა
გოგა ხაინდრავა - გიგი უგულავა ზარ-ზეიმით გააცილეს საპატიმროში, ვინც ქართული დემოკრატიის უკუსვლაზე შფოთავს, გავახსენებ, რომ ასეთი პროცესი სააკაშვილის დროს ვაებით და გოდებით ხდებოდა

ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, ერთადერთი იმედი და საყრდენი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობის განვითარების, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ აშშ ამდენ დროს უთმობს საქართველოს, ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად აიწია საქართველოს მნიშვნელობამ აშშ-ში.

„ნეგატივი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომელიც ცალსახად ჩანს გარკვეული სენატორებისა და კონგრესმენისგან, არის დიდი ღვაწლი ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრების, რომლებმაც ძალიან იშრომეს, რათა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს იმიჯი დაცემულიყო. დიდი ძალისხმევა, დიდი ფინანსები, ლობიზმი, იყო გამოყენებული, რათა ეს განხორციელებულიყო, ამაში ძალიან დიდი ფული დაიხარჯა და დიდი ძალები იყო ჩართული. ამან ძალიან დიდი ნეგატივი შეუქმნა ამ ქვეყანას, ყველა ჩვენგანს, ჩვენს მომავალს. მე ვერ წარმოვიდგენ, რომ რომელიმე ამერიკელმა კონგრესმენმა, მაგალითად, კინზინგერმა ან სენატორმა რიშმა უფრო კარგად იციან, რა ხდება საქართველოში, ვიდრე ჩვენ. მათი გზავნილები ხშირ შემთვევაში საწყენია, რადგან არ შეესაბამება სინამდვილეს. არ არის კარგი, როდესაც გავლენიანი ადამიანები მცდარ მოსაზრებებს გამოთქვამენ რომელიღაც ქვეყნის მიმართ, მით უმეტეს იმ ქვეყნის, რომელსაც თავად მეგობარს ეძახიან. ისინი არ იცნობენ საქართველოს კარგად. არ იციან, რა ხდება აქ და ინფორმაცია, რომელიც მათ აქვთ, არ არის სიმართლეზე დაფუძნებული. სენატორებისა და კონგრესმენების გარკვეული ნაწილი დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდა წინა რეჟიმს, ამ ფონზე დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში ძალიან სერიოზულად ეჩვენებათ. მინდა დავამშვიდო, რომ ასე არ არის. ამის საილუსტრაციოდ მოვიყვან სულ უკანასკნელ მოვლენას, რომელიც ეხება გიგი უგულავას. ზარ-ზეიმით, ზურნა-დუდუკით, შვილების, მეგობრების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობოების თანხლებით გაცილებას საპატიმროში. იმ ადამიანებს, რომლებიც ქართული დემოკრატიის უკუსვლაზე შფოთავენ, მინდა, გავახსენო, რომ ზუსტად ასეთი პროცესი უგულავა – სააკაშვილის ხელისუფლების დროს ვაებით და გოდებით ხდებოდა, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებიც აცილებდნენ თავის ოჯახის წევრებს, შვილებს, მამებს, ბიძებს საპატიმროებში, არ იცოდნენ, დაბრუნდებოდნენ, თუ არა ისინი იქიდან და თუ დაბრუნდებოდნენ, რა მდგომარეობაში, ფეხით, თუ ინვალიდის ეტლში. მიტომ იმედი მაქვს, რომ საელჩოები სათანადოდ მიაწვდიან ინფორმაციას თავის პოლიტიკურ ელიტას ამ სხვაობასთან დაკავშირებით, რომ ეს შფოთვა ცოტა დაწყნარდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, ძალიან დიდი გამოცდილების მქონე, ძალიან დიდი პროფესიონალი, კარგად გაერკვევა, რა ხდება საქართველოში. მე ამისი მჯერა და მწამს, რადგან აშშ არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

დატოვე კომენტარი