გოგა ხაინდრავა - ფოტიგამ შემოგვითვალა, თქვენ თავს აღარ ეკუთვნით ქართველებიო
გოგა ხაინდრავა - ფოტიგამ შემოგვითვალა, თქვენ თავს აღარ ეკუთვნით ქართველებიო

ფოტიგამ შემოგვითვალა, თქვენ თავს აღარ ეკუთვნით ქართველებიო, – ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში წერს.

„ფოტიგამ შემოგვითვალა, თქვენ თავს აღარ ეკუთვნით ქართველებიო, კოლექტიურ დასავლეთს გვეკუთვნითო. ვინც ასე არ ფიქრობთ, გამოგააშკარავებთო: მე, იან კელი, კრამერი, გონჩარენკო, გორგაძე და მამულაიშვილიო. გუშინ კიკუმ მოვიშოროთო ეგენიო. უკუსვლა გვქონია დემოკრატიაში“, – წერს გოგა ხაინდრავა.

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ 29 ნოემბერს „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტთა“ ჯგუფი გამართავს პანელს, რომლის მთავარი თემა იქნება „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“.

პანელის დისკუსიაში, ანა ფოტიგას გარდა, ასევე მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი პრესსპიკერი და ეუთო-სა და საქართველოში ყოფილი ელჩი იან კელი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი, პარიზის პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტის პროფესორი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი მინისტრი თორნიკე გორდაძე, უმაღლესი რადას წევრი ალექსი გონჩარენკო და „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.