გოგა ხაინდრავა - ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა სააკაშვილმა შეუკვეთა ირაკლი ოქრუაშვილს, რის შესახებ თავად ოქრუაშვილმა განაცხადა
გოგა ხაინდრავა - ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა სააკაშვილმა შეუკვეთა ირაკლი ოქრუაშვილს, რის შესახებ თავად ოქრუაშვილმა განაცხადა

ბადრი პატარკაციშვილის საქმე თავიდანვე ნათელი იყო, მიხეილ სააკაშვილმა შეუკვეთა პატარკაციშვილის მკვლელობა ირაკლი ოქრუაშვილს, რის შესახებ თავად ოქრუაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, – ამ თემაზე რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ოქრუაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ყველაზე გავლენიანი პირი. პატარკაციშვილი უნდა დაიბრიდოს როგორც ლიბანის პრემიერი რაფიკ ჰარირი, რომელიც ააფეთქეს მანქანაში. ეს დავალება პირდაპირ იყო მიცემული ოქრუაშვილისთვის. ეს „მასტერა“, სისხლიანი ხელებით რომ მოსვარა მთელი ქვეყნა, ამბობს, რომ ისე უნდა გაკეთდეს, ჩვენზე არავინ იფიქროსო. პატარკაციშვილი ზუსტად იმ სცენარით მოკვდა, როგორც ჩანაწერებში საუბრობენ. სკოტლანდ იარდმა არ მოინდომა ამ საქმის გამოძიება. კონიუნქტურა იყო მაშინ ასეთი.

სკრიპალების საქმემ გამოიწვია იმ წლების განმავლობაში მკვლელობის თავიდან გამოძიების საკითხის წამოწევა, იმიტომ გადავიდა აქტიურ ფაზაში ძიება, ეს აქ დაიგეგმა, მაგრამ რეალიზება ინგლისში მოხდა. ამიტომ ინგლისმა უნდა დაადგინოს გარემოებები, ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, თუ რა მასალებს მიაწვდის ქართული მხარე. ამიტომ გაცოცხლდა ეს თემა და არა არჩევნებისთვის“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

ამასთან, როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, ქართულმა საზოგადოებამ ისედაც მშვენივრად იცოდა, რომ ბადრი პატარკაციშვილი მოწამლულია.

„დაიწყო ძიება და მიხვდნენ, რომ საჭიროა დადგინდეს, როგორ მოკვდა 50 წლის საღსალამთი კაცი იქ, როცა აქ იგეგმებოდა მოწამვლა. ის „ნავიჩოკისკრიპალისთვის კი არ მოიგონეს. მე არ ვიცი რითი, მაგრამ პატარკაციშვილი რაღაცით იყო მოწამლული“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.