გოგა ხაინდრავა - არავის ეპარება ეჭვი, რომ არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს 
გოგა ხაინდრავა - არავის ეპარება ეჭვი, რომ არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს 

გოგა ხაინდრავას განცხადებით, არავის ეპარება ეჭვი, რომ არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, არ დარჩა ინსტიტუცია, რომელმაც არ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ ცხედარი ოჯახს დაუბრუნონ.

“ვერ ვაბრუნებთ ამ ცხედარს. ვერც აშშ და ვერც მთელი მსოფლიო ვერ აბრუნებს ცხედარს. არ დარჩა ინსტიტუცია, რომელმაც ადამიანობის ფარგლებში არ მოუწოდა რუსეთს საზღვრებს ნუ გაცდები. ის კაცი რომ მოკალით, ახლა ოჯახს დაუბრუნეთ, რომ მიწას მიაბარონ. ყველაზე დიდი ცოდვა ის არის, რომ ოჯახს არ მისცეს შესაძლებლობა, ცხედარი მიწას მიაბარონ და მისი სული დაასვენონ”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილი იყო თავდადებული, თავგანწირული საქართველოს შვილი.

“მე ქედს ვიხრი მისი ვაჟკაცობის წინაშე. მოვა დრო, ეს იქნება სათანადოდ აღნიშნული, არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკვდა, რადგან საკუთარ სახელმწიფოს, სამშობლოს არ უღალატა, არ უღალატა საკუთარ ოჯახს და არ უღალატა ქვეყანას. მთელი ამ დროის განმავლობაში, გაფაციცებით, გულის ცემით ველოდებოდი როდის გათავისუფლდებოდა ორი დაკავებული, რომელთა სიცოცხლეც ბეწვზე ეკიდა. დღეს რუსეთის ფაქტორი ერთ-ერთი ძირითადი საფრთხეა მსოფლიოს წესრიგისთვის და ამ პირობებში საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის, ერთადერთი ბერკეტი საერთაშორისო საზოგადოებაა. ჩვენ ვხედავთ, რას ჩადის რუსეთი სირიაში. რუსეთში პუტინის არჩევნების დრო იყო და რუსული სახელმწიფო მანქანა, არათუ ტატუნაშვილის, არამედ ინგლისში ბოროტების ჩადენას არ მოერიდა”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზის დადგენა წლების გასვლის შემდეგაც იქნება შესაძლებელი.

„გიორგი კვირიკაშვილმა აჩვენა ის, რომ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლების ადამიანური თვისებები ბევრად უფრო წინ უსწრებს კარიერულ თვისებებს და პოლიტიკურ თვისებებს. ის, რაც გააკეთა გიორგი კვირიკაშვილმა იყო ადამიანური ნაბიჯი. ეს იყო მცდელობა გამოეწვიათ საქართველო”, – განაცხდა ხაინდრავამ.