გოგა ხაინდრავა - არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოფარებული გავლენის აგენტები, უამრავ ფულს იღებენ საზღვარგარეთიდან, რათა საქართველოში მორალი მოსპონ
გოგა ხაინდრავა - არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოფარებული გავლენის აგენტები, უამრავ ფულს იღებენ საზღვარგარეთიდან, რათა საქართველოში მორალი მოსპონ

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მედიაცენტრ „მთავარს“ დღევანდელ პრესკონფერენციაზე რამდენიმე ხნის წინ, ოფისში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, სოლიდარობა გამოუცხადა.

ხაინდრავას თქმით, აღნიშნულ ინციდენტებს არც არასამთავრობო ორგანიზაცია და არც საქართველოს სახალხო დამცველი არ გამოხმაურებია.

ხაინდრავას თქმით, ეს არის მაგალითი, თუ როგორც საქმიანობენ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში.

„იმ ბარბაროსული დარბევის შემდეგ, რომელც ორგანიზაცია „სირცხვილიას“  წევრებმა ჩაატარეს თქვენს ოფისში ორჯერ, არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და რაც მთავარია, სახალხო დამცველი არ გამოხმაურებია ამ თემას. არც კი უკითხავს, რა დღეში ხართ. აღარ ვლაპარაკობ არაფერს იმ მედიაქარტიებზე და იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც პირველ რიგში ამით უნდა შეწუხებულიყვნენ. ეს არის მაგალითი იმისა, თუ  რას წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოფარებული გავლენის აგენტები, რომლებიც უამრავ ფულს იღებენ საზღვარგარეთიდან მხოლოდ იმისთვის, რომ მორალი მოსპონ საქართველოში. მორალს სპობენ ამ ქვეყანაში, მიზანმიმართულად სპობენ. ამას ვხედავთ ჩვენ ყველა ნაბიჯზე. ეს არის სიცრუის მანქანა, რომელიც მუშაობს და, სამწუხაროდ ,ბევრი მედისაშუალება სიცრუის გავრცელებაში მონაწილეობს -წამყვანები, ე.წ. მედიაში ცნობადი სახები. პირდაპირ სიცრუეს, ტყუილს, ცილისწამებას ავრცელებენ და ჩვენ, სამწუხაროდ,  ამის ყოველდღიურობაში ვართ. ამაში ეხმარებიან, როგორც სხვადასხვა ფონდები საზღვარგარეთ, ასევე, კონკრეტული პიროვნებები სხვადასხვა საელჩოებში “ ,- აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

შეგახსენებთ, 29 ნოემბერს პრესკლუბ „მთავარის“ ხელმძღვანელმა ეკა გულუამ განაცხადა, რომ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაცია „მედიაცენტრ მთავარში“ ორჯერ შეიჭრნენ საპროტესტო აქციის ახალგაზრდული ფრთის, „სირცხვილია“ და „გაბედეს“ წარმომადგენლები, რომლებმაც პრესკონფერენცია ჩაშალეს და მთელ შენობაში  გარკვეული სახის დისკომფორტი შექმნეს.