გოგა ხაინდრავა - ანდრიუს კუბილიუსი სვამს კითხვას, სად იქნება საქართველო 2029 წელს, თავად სად იქნება ნეტავ
გოგა ხაინდრავა - ანდრიუს კუბილიუსი სვამს კითხვას, სად იქნება საქართველო 2029 წელს, თავად სად იქნება ნეტავ

რეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტარ ანრიუს კუბილიუსის განცხადებას ეხმაურება.

ანრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ 2029 წელს შეიძლება, უკრაინა და მოლდოვა EU-ში გაწევრიანდნენ, სად იქნება ამ დროს საქართველო.

„ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სვამს კითხვას, იმაზე, თუ სად იქნება საქართველო როცა მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირში მიიღებენ. „სად იქნება საქართველო 2029 წელს? სვამს კითხვას ამხანაგი კუბილიუსი, გორბაჩოვის პარტიის “ზა პერესტროიკუს“ წევრი, – როდესაც უკრაინასა და მოლდოვას, მისი ვარაუდით, მიიღებენ ევროკავშირში?! – დარდობს კუბილიუსი! თავად სად იქნება ნეტავ?“, – წერს გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში.