გოგა ხაინდარავა - ირაკლი შოთაძემ თავის დროზე მთელი ქართული საზოგადოება დაარწმუნა, რომ ღირსეული ადამიანი და პროფესიონალია
გოგა ხაინდარავა - ირაკლი შოთაძემ თავის დროზე მთელი ქართული საზოგადოება დაარწმუნა, რომ ღირსეული ადამიანი და პროფესიონალია

ირაკლი შოთაძემ თავის დროზე მის მიერ გადადგმული ნაბიჯით, მთელი ქართული საზოგადოება დაარწმუნა, რომ ღირსეული ადამიანი და პროფესიონალია, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ  განაცხადა.

„ჯერ ერთი, შოთაძე დაბრუნებული არ არის. ამაზე ვილაპარაკოთ მას მერე, რაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული. შოთაძე არის ერთ-ერთი კანდიდატი. ვფიქრობ, თავის დროზე შოთაძემ თავის საქმიანობით და ნაბიჯით, რომელიც გადადგა, მთელი ქართული საზოგადოება დაარწმუნა, რომ ის ღირსეული ადამიანი და პროფესიონალია. საქართველოში სულ თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანები ვიცი, რომლებიც ღირსების გამო თმობდნენ თანამდებობას. ასეთი პრეცედენტები ნაკლებად მახსენდება, თუმცა ირაკლი კობახიძემაც ზუსტად ასეთი ნაბიჯი გადადგა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართულ სახელმწიფოში არიან ადამიანები, ვისთვისაც ღირსება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი კეთილდღეობა. ვფიქრობ, რომ თუ გადაწყვეტილება იქნება ამ თვალსაზრისით მიღებული, მხოლოდ მივულოცავ ირაკლის ამას“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს გუშინ წარედგინა. დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 14 კანდიდატია წარდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე იტვირთება.

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა დღევანდელი დღის ჩათვლით გრძელდება.