გოგა გულორდავა - სესიის მიმდინარე დღესთან დაკავშირებით უმრავლესობაში კონსულტაცია გვჭირდებოდა
გოგა გულორდავა - სესიის მიმდინარე დღესთან დაკავშირებით უმრავლესობაში კონსულტაცია გვჭირდებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ დღეს სესიის მიმდინარე დღესთან დაკავშირებით უმრავლესობაში კონსულტაციები გაიმართა.

როგორც გოგა გულორდავამ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობაში შედგა რამდენიმეწუთიანი შეხვედრა.

„07:00 საათზე მობილიზაცია არ გვქონია. გვქონდა რამდენიმეწუთიანი შეხვედრა დღევანდელ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. შემდგომ სამუშაო გრაფიკზე გადავნაწილდით. დღეს ის დღე იყო, როცა სესიის მიმდინარე დღესთან დაკავშირებით უმრავლესობაში კონსულტაცია გვჭირდებოდა“, – განაცხადა გოგა გულორდავამ.

მისივე თქმით, ოპოზიციას თავისი დღის წესრიგი აქვს, რომელიც არ შედის არც ქვეყნის და არც საზოგადოების ინტერესში.

„მუშაობას ვაგრძელებთ. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს. სამწუხაროა, როცა უყურებ პოლიტიკურ სპექტრს და მათ უმსგავსო ქმედებებს. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთ რაღაცებს ვხედავ. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, განსაკუთრებით პარლამენტის წევრებს, რომლებიც საყვირებით დარბიან პარლამენტის ეზოში, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ საქმიანობას, ქმედებებს და დიალოგს. მუშაობა პარლამენტის შიგნით გააგრძელონ“, – განაცხადა გულორდავამ.

დატოვე კომენტარი