გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის შეხვედრა ტეხასში #1TVSPORT
გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის შეხვედრა ტეხასში #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართული დუელი შედგა, ერთმანეთს სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის გუნდები შეხვდნენ. მამუს „სან ანტონიომ“ გოგას „ორლანდო მეჯიქს“ უმასპინძლა და 105:116 დამარცხდა.

საკმარისი სათამაშო დრო არცერთ ქართველს ერგო. ისინი თამაშის წინ შეხვდნენ, გაისაუბრეს, რაც მხედველობიდან არ გამორჩენიათ ამერიკელ ფოტოგრაფებს.

გოგა ბითაძის სტატისტიკა: 12 წუთი, 2 ქულა (1/1 ორქულიანი), 6 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება.

სანდრო მამუკელაშვილი: 19 წუთი, 3 ქულა (4/1 სამიანი).

„ორლანდოს“ გამარჯვება ფრანც ვაგნერის კარგმა თამაშმა განაპირობა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო.

„მეჯიქს“ 37 მოგება, 40 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-7 ადგილზეა.

„სან ანტონიო“ 31 მოგებით (44 წაგება) დასავლეთ კონფერენციაში მეცამეტეა.