გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდების ტეხასური მარცხი [ვიდეო] #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის გუნდებმა ტეხასის შტატში ითამაშეს და ორივე დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. გოგას „ორლანდო“ „ჰიუსტონს“ ესტუმრა და 84:97 დათმო, ხოლო სანდროს „სან ანტონიომ“ სტუმრად „დალასთან“ წააგო – 129:133.

ორივე ქართველს მცირე სათამაშო დრო ერგო. მამუკელაშვილმა 10 წუთში თითო ორქულიანი, საჯარიმო ჩააგდო და 3 ქულას 4 მოხსნა და 2 პასი მიამატა.

ბითაძემ ჰიუსტონში 12 წუთი ითამაშა, 1 სამიანი, 1 საჯარიმო გამოიყენა და 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 დაფარება ჩაიწერა.

„ორლანდო“ მომდევნო მატჩს სტუმრად „ნიუ ორლეანსთან“ 14 მარტს გამართავს, ხოლო „სან ანტონიო“ 13 მარტს კვლავ „დალასს“ უმასპინძლებს.