ადრიატიკის ლიგაში პირველად წააგო გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“.
ქართველი ცენტრის გუნდი ბელგრადის „პარტიზანს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 74:81 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, პარკეტზე 32 წუთი გაატარა და 28 ქულას, 11 მოხსნას, ერთ პასს, ერთ ჩაჭრას და ოთხ დაფარებას მოუყარა თავი. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 43 იყო, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში უმაღლესი მაჩვენებელია.
„მეგა ბიმაქსის“ ანგარიშზე ხუთი გამარჯვება და ერთი მარცხია და ჯერჯერობით პირველ ადგილს ინარჩუნებს.