გოგა ბითაძის სარეკორდო მაჩვენებელი მიმდინარე სეზონზე - ქართველი ცენტრი „ბრუკლინთანაც“ სასტარტოში იყო [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში თორნიკე შენგელიას ყოფილ კლუბს, „ბრუკლინ ნეთსს“ ესტუმრა და 104:124 დამარცხდა.

საწყისი სამი პერიოდის განმავლობაში თანაბარი თამაში მიდიოდა, მეოთხე რაუნდში კი ბრუკლინელები შეუჩერებლები იყვნენ და მეტოქეს 36:18 აჯობეს.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და თანაგუნდელთა შორის ვიცე-ბომბარდირი გახდა – 14 ქულა მისი სარეკორდო მაჩვენებელია მიმდინარე სეზონში. სრული სტატისტიკა ასეთი ჰქონდა:

24 წუთი, 14 ქულა (7/6 ორქულიანი, 2/2 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა.

29 ქულით მატჩის ბომბარდირი ბრუკლინელი დინვიდი გახდა.

„ორლანდოს“ 5-5 მოგება-წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მერვე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 16 ნოემბერს „ჩიკაგოსთან“ გამართავს.

ზედიზედ მეექვსე თამაშში დამარცხდა „სან ანტონიო სპურსი“, რომლის მწვრთნელმა გრერ პოპოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილი არც ამჯერად ათამაშა. „სპურსმა“ „ოკლაჰომასთან“ 87:123 წააგო.