გოგა ბითაძის „ორლანდომ“ რეგულარული ეტაპი „ატლანტასთან“ მატჩით დაასრულა #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდომ“ რეგულარული ეტაპი „ატლანტასთან“ მატჩით დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ NBA-ის წლევანდელ სეზონში რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩი „ატლანტასთან“ გამართა. მატჩი ჯორჯიის შტატში გაიმართა და „ატლანტას“ გამარჯვებით დასრულდა – 117:105.

ბითაძე სათადარიგო იყო, თუმცა საკმარისი სათამაშო დრო ერგო: 26 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. მან 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ატლანტას“ გამარჯვება კიტონ უოლესის დამსახურებაა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა: 15 ქულა, 15 პასი, 11 მოხსნა.

პლეი ინში „ორლანდო“ ისევ „ატლანტას“ ეთამაშება.