გოგა ბითაძის „ორლანდომ“ NBA-ს პლეიინი „ფილადელფიასთან“ მატჩით გახსნა #1TVSPORT
„ორლანდო მეჯიქი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეიინში „ფილადელფიას“ შეხვდა და 97:109 დამარცხდა.
თუმცა ამით პლეიოფისთვის ბრძოლა არ დასრულებულა – გოგა ბითაძის თანაგუნდელებს შანსი კიდევ აქვთ – 17 აპრილს „შარლოტთან“ ითამაშებენ და სწორედ იქ გადაწყდება, რომელი გუნდი განაგრძობს ჩემპიონობისთვის ბრძოლას აღმოსავლეთის კონფერენციის საუკეთესო რვა გუნდს შორის. მოგებული რეგულარულის პირველადგილოსანს, „დეტროიტს“ შეხვდება.
რაც შეეხება „ფილადელფიასთან“ მატჩს, „მეჯიქის“ მწვრთნელმა გოგა ბითაძე 15 წუთი ათამაშა. ქართველის სტატისტიკა ასეთი იყო: 2 ქულა (1/1 ორქულიანი), 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა.
34 ქულით მატჩის ბომბარდირი ორლანდოელი დესმონდ ბეინი გახდა.