გოგა ბითაძის „ორლანდომ“ NBA „ატლანტასთან“ მატჩით გახსნა #1TVSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2026-27 წლების სეზონი გახსნა „ორლანდო მეჯიქმა“, რომლის ღირსებას გოგა ბითაძე იცავს. ფლორიდელებმა „ატლანტა ჰოქსს“ უმასპინძლეს და 125:132 დამარცხდნენ.
ჯორჯიელთა გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა ალექსანდერ უოლკერის 31-მა ქულამ. „ორლანდოში“ კი 35 ქულით პაოლო ბანკერო გამოირჩა.
გოგა ბითაძის სტატისტიკა: 12 წუთი, 6 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი.
„მეჯიქი“ მომდევნო მატჩს ისევ შინ, 24 ოქტომბერს „მინესოტას“ წინააღმდეგ გამართავს.
