გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „ჩიკაგოსთან“ 123 ქულა ჩააგდო, მაგრამ მაინც დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

მას მერე, რაც „ორლანდო მეჯიქის“ მთავარმა მწვრთნელმა გოგა ბითაძე სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო, გუნდს თამაშის მოგება უჭირს. ფლორიდელებმა ამჯერად „ჩიკაგო ბულსს“ უმასპინძლეს და 123:125 დამარცხდნენ. ეს „ორლანდოს“ ზედიზედ მეხუთე მარცხი იყო მიმდინარე სეზონში.

ბითაძემ 17 წუთი ითამაშა, 3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 8 ქულას 3 პასი და თითო მოხსნა-დაფარება მიამატა. „მეჯიქში“ 20-20 ქულით პაოლო ბანკერო და კოულ ენტონი გამოირჩნენ. „ჩიკაგოს“ კი კობი უაითმა მოაგებინა, რომელმაც 44 ქულა ჩააგდო.

ბითაძის გუნდს 29 მოგების წილ 35 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 9 მარტს მილუოკიში გამართავს.