გოგა ბითაძის „ორლანდომ“ ბოლო ათიდან მეცხრე მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე „ორლანდო მეჯიქთან“ ერთად თამაშს თამაშზე იგებს. მისი სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ ფლორიდელებმა ბოლო ათიდან ცხრა შეხვედრა დაასრულეს თავიანთ სასარგებლოდ. ამჯერად „ნიუ ორლეანს პელიკანსი“ სტუმრად 95:84 დაამარცხეს.

გოგა ორმაგი დუბლით ვერ გამოირჩა, თუმცა სასარგებლო იყო: 22 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.

„ორლანდოს“ გამარჯვება ფრანც ვაგნერის დამსახურებაა, რომელმაც 21 ქულა და 7 მოხსნა გაიფორმა. „პელიკანსში“ მაღალი შედეგიანობით სტყორცნა ლამელო ბოლმა, რომელიც 44 ქულამდე ავიდა.

„მეჯიქს“ 12 მოგება, 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 28 ნოემბერს „ჩიკაგო ბულსთან“ შინ გამართავს.