გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ბრუკლინშიც გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ბოლო თორმეტიდან მეთერთმეტე მატჩი მოიგო. ფლორიდელებმა ამჯერად ჩრდილოეთში, „ბრუკლინ ნეტთსთან“ გაიმარჯვეს – 123:100.
ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და ამჯერად თავი დაფარებებით გამოიჩინა: მის ანგარიშზე 5 ბლოკ-შოტი, 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრაა.
ორლანდოელთაგან ქულების მიხედვით საუკეთესო გერმანელი ფრანც ვაგნერი იყო – 29 ქულა.
„მეჯიქს“ 14 მოგება, 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. ოთხი გამარჯვებით ჩამორჩება ლიდერ „კლივლენდს“.
ბითაძეს მომდევნო მატჩი კვლავ ბრუკლინში 2 დეკემბერს ელის.