გოგა ბითაძის მორიგი შთამბეჭდავი მატჩი „ადრიატიკის ლიგაზე“
გოგა ბითაძის მორიგი შთამბეჭდავი მატჩი „ადრიატიკის ლიგაზე“

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, გოგა ბითაძე, სერბული „მეგა ბიმაქსის“ შემადგენლობაში წარმატებულ თამაშს განაგრძობს.

მისმა კლუბმა „ადრიატიკის ლიგაზე“ მორიგი შეხვედრა გამართა. დეიან მილოიევიჩის გუნდმა, საკუთა მოედანზე ბელგრადის პარტიზანი მიიღო და ანგარიშით 89-102 წააგო.

18 წლის ქართველი ცენტრი, „მეგა ბიმაქსის“ შემადგენლობაში, კვლავ გამორჩეული იყო. ბითაძემ, 20 წუთში: 19 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება გააკეთა. სამწუხაროდ, გოგას მოედნის ვადაზე ადრე დატოვება 5 პერსონალური ჯარიმის გამო, მეოთხე მეოთხედის სტარტზევე მოუწია.

ბითაძემ 14 დან 9 ორქულიანი და 4 დან 1 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. „პარტიზანის“ რიგებში, 22 ქულით ვანია მარინკოვიჩი გამოირჩა.

დღევანდელი მარცხის შემდეგ, „მეგა ბიმაქსი“ ადრიატიკის ლიგის გათამაშებაზე, მე-8-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა.