გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ამ სეზონში მესამე მატჩი გამართა. პირველი შეხვედრა „მაიამისთან“ მოიგო, რის შემდეგაც ჯერ „ატლანტასთან“ დამარცხდა, ამჯერად კი „ჩიკაგოსთან“ – 98:110.
ქართველი ცენტრი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 17 წუთი ითამაშა და 9 მოხსნას 3 ქულა და 2 პასი მიამატა.
ორლანდიელები მომდევნო მატჩს 28 ოქტომბერს სტუმრად „ფილადელფიასთან“ გამართავენ.