გოგა ბითაძის დადებითი სტატისტიკა კლივლენდში წაგებულ შეხვედრაში [ვიდეო] #1TVSPORT
12:04, 07.02.2022
გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ ვერც თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ახერხებს და ვერც სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას. „პეისერსი“ ამჯერად „კლივლენდს“ ესტუმრა და 85:98 დამარცხდა. შესაძლოა, ევროპულ კალათბურთში 85 ქულა საკმარისზე მეტია, მაგრამ NBA-ში, სადაც მატჩი 48 წუთს გრძელდება, 85 ქულა ძალიან ცოტაა.
ასეა თუ ისე, „ინდიანამ“ მატჩი რამდენად კარგადაც დაიწყო, იმდენად ცუდად დაასრულა: პირველი მეოთხედი 27:12 მოიგო და მესამე პერიოდის შემდეგაც წინ იყო, თუმცა ბოლო რაუნდში 17:37 დათმო.
პლუს-მინუსების გრაფაში საუკეთესო შედეგი გოგა ბითაძეს ჰქონდა, რომლის მოედანზე ყოფნის დროსაც „პეისერსი“ 6 ქულით დაწინაურდა. ზოგიერთ მოთამაშეს ამ გრაფაში სულაც -20 ეწერა.
ბითაძის სტატისტიკა ასეთი იყო: 16 წუთი, 4 ქულა (4/1 ორქულიანი, 2/2 საჯარიმო), 2 მოხსნა, 3 შეცდომა, 2 ფოლი.
„კლივლენდში“ ორმაგი დუბლი გამთამაშებელმა რონდომ (15 ქულა, 12 პასი) და ცენტრმა ალენმა (15 ქულა, 17 მოხსნა) შეასრულეს.
19 მოგებითა და 36 წაგებით „ინდიანა“ აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 9 თებერვალს ატლანტაში გამართავს.