გოგა ბითაძის 8 წუთი „ფინიქსთან“ – ქართველი ცენტრი თანაგუნდელთა შორის ყველაზე სასარგებლო იყო [ვიდეო] #1TVSPORT
NBA-ში 70-ე მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ორლანდომ“. ფლორიდელები „ფინიქს სანსს“ ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში 113:116 დამარცხდნენ.
მატჩის ბომბარდირი „ორლანდოელი“ ფულცი გახდა, რომელმაც 25 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.
Goga 🤝 Franz https://t.co/4iz9Z9nLvm pic.twitter.com/WIqXMT5E52
— Orlando Magic (@OrlandoMagic) March 17, 2023
გოგა ბითაძის სტატისტიკა ასეთი იყო: 8 წუთი, 2 ქულა, 2 დაფარება, 5 მოხსნა, 1 პასი. მისი მოედანზე ყოფნისას „მეჯიქი“ +9-ით დაწინაურდა. ეს გახლდათ საუკეთესი მაჩვენებელი სტუმართა შორის.
„ორლანდოს“ 70 მატჩიდან 28 მოგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეცამეტე ადგილზეა. მომდევნო თამაშს 18 მარტს სტუმრად „კლიპერსთან“ გამართავს.
GOGA pic.twitter.com/0Mf9SmjGJP
— Orlando Magic (@OrlandoMagic) March 17, 2023
დღის სხვა შეხვედრები:
დეტროიტი-დენვერი 100:119
ბრუკლინი-საკრამენტო 96:101
ტორონტო-ოკლაჰომა 128:111
მილუოკი-ინდიანა 123:139