გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსი“ ადრიატიკის ლიგის მე-11 ტურში გათამაშების ლიდერ „ცვერნა ზვეზდას“ დაუპირისპირდა და შეხვედრა ათ ქულიანი სხვაობით – 68:78 დათმო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ცენტრი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 23 ქულით, ექვსი მოხსნით და სამი დაფარებით ულიდერა, თუმცა მისი გარჯა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
„მეგა ბიმაქსს“ თერთმეტი შეხვედრიდან შვიდი აქვს მოგებული და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს, „ცვერნა ზვეზდა“ კი უდანაკარგოდ ასპარეზობს და პირველ ადგილზეა.