გოგა ბითაძის 2 ქულა - „ინდიანა“ „ბრუკლინთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
გოგა ბითაძემ და „ინდიანა პეისერსმა“ NBA-ის რეგულარულ სეზონში მორიგი მატჩი გამართეს, რომელშიც კვლავ „ბრუკლინ ნეტსს“ დაუპირისპირდნენ. „ინდიანა პეისერსმა“ ამჯერად შეხვედრა დათმო და „ბრუკლინ ნეტსმა“ გაიმარჯვა – 116:109.
ბითაძემ 7:48 წუთი ითამაშა და ამ პერიოდში 2 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი დააგროვა. გოგამ სამიდან ერთი ორქულიანი გამოიყენა.
ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი 36 ქულით კევინ დურანტი იყო.
„ინდიანა პეისერსს“ 8 მატჩის შემდეგ 3 მოგება და 5 მარცხი აქვს. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრაში „ჩიკაგო ბულსს“ 2 ნოემბერს დაუპირისპირდება.