გოგა ბითაძის 17 ქულა და მეგა ბიმაქსის მორიგი გამარჯვება

„ადრიატიკის ლიგაში“ მეოთხე შეხვედრა გამართა საქართველოს ნაკრების ცენტრის, გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“.

ამჯერად ბითაძის გუნდის მეტოქე ლუბლიანის „ოლიმპია“ იყო და მაყურებელმა დაძაბული შეხვედრა იხილა. შეხვედრა ძირითად დროში ფრედ, 74:74 დასრულდა. ოვერტაიმში უპირატესობა „მეგა ბიმაქსმა“ მოიპოვა და მეტოქეს 7:3 აჯობა. საბოლოო ანგარიში – 81:77.

ბითაძემ პარკეტზე 27 წუთი გაატარა და 17 ქულას, 4 მოხსნას, სამ დაფარებას და ერთ ჩაჭრას მოუყარა თავი. ოვერტაიმში მან მეხუთე ფოლი მიიღო და შეხვედრის დასრულება ვერ შეძლო.

„მეგა ბიმაქსს“ ოთხიდან ოთხი მოგება აქვს და ლიგას 8 ქულით ლიდერობს.