საქართველოს ნაკრების ცენტრმა გოგა ბითაძემ NBA-ში მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა. მისმა „ინდიანა პეისერსმა“ „ატლანტა ჰოქსს“ უმასპინძლა და 123:132 დათმო.
გოგამ მოედანზე 30 წუთი გაატარა, 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. „ინდიანაში“ საუკეთესო ტაირის ჰალიბარტონი გახლდათ, რომელმაც აქტივში 25 ქულა, 3 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.
„ატლანტადან“ ბოგდან ბოგდანოვიჩმა გუნდს 29 ქულა და 5 მოხსნა შესძინა.
„პეისერსი“ 25 მოგებითა და 51 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას 31 მარტს, „დენვერ ნაგეტსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.