გოგა ბითაძის 11 ქულა ორლანდოში - „ინდიანა“ „მეჯიქთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმაNBA-ში მორიგი მატჩი გამართა და ორლანდოში „მეჯიქთან“ 103:119 დამარცხდა.

ინდიანელებმა შეხვედრა ნომინალური ცენტრის გარეშე დაიწყეს, თუმცა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან მალევე ჩაერთო ბითაძე, რომელმაც 21 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. მან 2-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

მატჩის ბომბარდირი „პეისერსის“ გამთამაშებელი ჰელიბარტონი გახდა, რომელმაც სტუმრებს 23 ქულა შესძინა.

„ინდიანას“ 21 მოგება, 42 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-13 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს 3 მარტს ისევ ორლანდოში გამართავს.