გოგა ბითაძის 11 ქულა და „ორლანდოს“ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მიმდინარე სეზონში [ვიდეო] #1TVSPORT
„ორლანდო მეჯიქი“ ვერც „შარლოტ ჰორნეტსმა“ შეაჩერა. გოგა ბითაძის თანაგუნდელებმა შარლოტელები ფლორიდაზე მიიღეს და 130:117 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების ცენტრი „ორლანდოს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და შედეგიანადაც გაისარჯა: 20 წუთი, 11 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი. გოგამ 7-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ორმაგ დუბლსაც ჩაიწერდა, რომ არა მწვრთნელის ჩანაფიქრი – მეოთხე პერიოდში ტანდაბალი ხუთეულით ითამაშა. მორიც ვაგნერსა და გოგა ბითაძეს ბოლოს თამაშის საშუალება არ მისცა.
boogie at the buzzer pic.twitter.com/C3Rci44zF2
— Orlando Magic (@OrlandoMagic) November 27, 2023
სამაგიეროდ, გაილაღა მორიცის ძმამ, ფრანც ვაგნერმა, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო. პაოლო ბანკერომ მატჩი 23 ქულით დაასრულა.
ეს იყო „ორლანდოს“ ზედიზედ მე-7 გამარჯვება მიმდინარე სეზონში (სულ 12). ამ მაჩვენებლით ის აღმოსავლეთის კონფერენციაში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს „მილუოკისთან“.