„ინდიანა პეისერსის“ ცენტრმა განვითარების ლიგაზე „მედ ანტსის“ შემადგენლობაში მორიგი მატჩი გამართა. „დელავერთან“ მოგებულ შეხვედრაში 20 წლის ქართველმა ცენტრმა შთამბეჭდავი სტატისტიკა დააფიქსირა. მატჩი „ანტსის“ გამარჯვებით, 136-102 დასრულდა, ბითაძემ კი 34 წუთში 24 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 13 – დან 5 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო.
„ფორტ ვეინმა“ 17 მოგება და 16 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 11 თებერვალს „მეინ რედ კლოუსთან“ გამართავს, თუმცა ამ მატჩში გოგა, სავარაუდოდ, მონაწილეობას არ მიიღებს და „ინდიანას“ დაუბრუნდება „ბრუკლინთან“ მატჩისთვის.