„მეგა ბიმაქსში“ გასავლის შემდეგ, ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ამ კლუბის მაისურით საუკეთესო მატჩი ჩაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი დღეს, ადრიატიკის ლიგაზე გამართულ შეხვედრაში ზაგრების „ცედევიტას“ წინააღმდეგ საუკეთესო გახლდათ. 18 წლის ბითაძემ 30 წუთში: 23 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა აქტივში. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 30 შეადგინა.
სამწუხაროდ, ქართველი კალათბურთელის ბრწყინვალე თამაშმა, სერბული კლუბი მარცხისგან ვერ იხსნა. ბიმაქსელები 73-75 დამარცხდნენ. გამარჯვებულ გუნდს ჯანაან მუსამ ულიდერა. ახალგაზრდა ბოსნიელის ანგარიშზე 14 ქულა დაფიქსირდა. „მეგა ბიმაქსს“ 17 ტურის შემდეგ 5 მოგება და 12 წაგება მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა. დეიან მილოიევიჩის გუნდი მორიგ მატჩს საკუთარ მოედანზე მაკედონიურ “მტზ-სკოპიეს” წინააღმდეგ 30 იანვარს ჩაატარებს.