„ინდიანა პეისერსში“ გოგა ბითაძემ შესანიშნავი სადებიუტო მატჩი ჩაატარა!
ქართველი კალათბურთელის გუნდი წინასასეზონო შეხვედრაში „მინესოტას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 119:111 დამარცხდა, თუმცა გოგა ბითაძე „ინდიანას“ რიგებში საუკეთესო იყო.
სადებიუტო მატჩში ქართველმა ლეგიონერმა 24.19 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 გადაცემა, 1 დაფარება მოაგროვა და საკუთარი გუნდის ბომბარდირი გახდა.
„ინდიანა“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში მომდევნო მატჩს 24 ოქტომბერს, შინ, „დეტროიტ პისტონსთან“ გამართავს.