გოგა ბითაძე სადებიუტო მატჩში ბომბარდირი გახდა (ვიდეო)

10:56, 16.10.2019

„ინდიანა პეისერსში“ გოგა ბითაძემ შესანიშნავი სადებიუტო მატჩი ჩაატარა!

ქართველი კალათბურთელის გუნდი წინასასეზონო შეხვედრაში „მინესოტას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 119:111 დამარცხდა, თუმცა გოგა ბითაძე „ინდიანას“ რიგებში საუკეთესო იყო.

სადებიუტო მატჩში ქართველმა ლეგიონერმა 24.19 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 გადაცემა, 1 დაფარება მოაგროვა და საკუთარი გუნდის ბომბარდირი გახდა.

„ინდიანა“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA)  რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში მომდევნო მატჩს 24 ოქტომბერს, შინ, „დეტროიტ პისტონსთან“ გამართავს.

 

 

 

მსგავსი