გოგა ბითაძე „ინდიანას“ „ჰიუსტონის“ დამარცხებაში 6 ქულით დაეხმარა [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმაNBA-ში 33-ე მატჩი გამართა და მეთოთხმეტედ მოიგო. „პეისერსმა“ „ჰიუსტონ როკეტსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 118:106 დაამარცხა.

მატჩში მონაწილეობა არ მიუღია დომანტას საბონისს, რამაც გოგა ბითაძისთვის სათამაშო დრო გამოათავისუფლა. თუმცა მწვრთნელმა მაინც არასაკმარისი დრო მისცა: 11 წუთში ბითაძემ 6 ქულა (5/3 ორქულიანი) და 2 მოხსნა მოაგროვა.

მატჩის გმირი მაილს ტერნერი გახდა, რომელმაც 34 ქულას 10 მოხსნა მიამატა.

„ინდიანა“ 14 მოგებით აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, მომდევნო მატჩს 27 დეკემბერს ჩიკაგოში „ბულსთან“ გამართავს.