გოგა ბითაძე „ადრიატიკის ლიგის“ რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშეა (MVP) [ვიდეო]

„ადრიატიკის ლიგის“ (ABA) რეგულარული სეზონი დასრულდა და მისი საუკეთესო მოთამაშე (MVP) უკვე არჩეულია. აღნიშნული ტიტული პოდგორიცას „ბუდუჩნოსტის“ ახალგაზრდა ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს (2.11 მ, 111 კგ.) ერგო.

19 წლის კალათბურთელს საშუალოდ 16.3 ქულა, 6.4 მოხსნა და ორი დაფარება ჰქონდა.

ბითაძე „ადრიატიკის ლიგაში“ 2017 წლიდან თამაშობს. მისი პირველი კლუბი „მეგა ბიმაგსი“ იყო. „ბუდუჩნოსტში“ ქართველი 2018 წლის მიწურულს გადავიდა.