გოდერძის უღელტეხილზე პირველი თოვლი მოვიდა
გოდერძის უღელტეხილზე პირველი თოვლი მოვიდა

გოდერძის უღელტეხილზე პირველი თოვლი მოვიდა, –  ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

როგორც ხულოს მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ განაცხადა, მცირე რაოდენობის ნალექს პრობლემები არ შეუქმნია. მოიალაღეებმა, რომლებიც ზაფხულის პერიოდში გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ იმყოფებიან, მთები უკვე დატოვეს.

„იალაღებზე სულ რამდენიმე ოჯახი რჩება. თოვლს პრობლემები არ შეუქმნია. მხოლოდ გოდერძის უღელტეხილი და მიმდებარე მწვერვალები დაფარა. ამ დროისთვის, ხულოში უკვე გამოიდარა“, – განაცხადა პირველ არხთან ხულოს მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ.